გერმანიაში წყალდიდობის შედეგებს აწესრიგებენ, მაგრამ ელოდებიან ახალს

ძლიერი წვიმები, რომელმაც გერმანიაში საუკუნის წყალდიდობა გამოიწვია, დასრულდა, წყალი თანდათან დაიწრიტა. თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება – ახლა გერმანიაში 157 ადამიანი ითვლება გარდაცვლილად, თუმცა, ელოდებიან, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება, რადგანაც ძალიან ბევრია დაკარგული. მეზობელ ბელგიაში 30 პირი გარდაიცვალა.

შაბათ-კვირას გერამანელამ პოლიტიკოსებმა სტიქიური უბედურების ადგილები მოინახულეს და ადგილობრივებს ინსფრასტრუქტურის აღდგენას და ფინანსურ დახმარებას დაჰპირდნენ.

კანცლერმა ანგელა მერკელმა რეინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე სოფელი შულდი მოინახულა. მან შემქნილ მდგომარეობას “საშინელი” უწოდა. ეს რაიონი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაშავებულია.

მიმდინარე კვირას, ოთხშაბათს მერკელის კაბინეტი ფინანსური დახმარების პაკეტს მიიღებს, სავარაუდოდ, საუბარია ასობით მილიონ ევროზე.
რეინლანდ-პფალცში გზების კვალი არ ჩანს, ხალხი თავშსაფრის გარეშეა დარჩენილი, ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანია სახლის გარეშე დარჩენილი და რამდენი დარჩა კერძო საკუთრების გარეშე.
მთავრობა სიტუაციის გამძაფრებას ელოდება, როგორც მეტეოსამსახურები ვარაუდობენ, ბავარიის სამხრეთით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბრიტანეთში “თავისუფლების დღეს” აღნიშნავენ