მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია

მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოშია. მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

ქვეყანაში ის ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა. მანამდე კი მან Twitter-ზე დაწერა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ უნდა გაძლიერდეს მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები.

მოუთმენლად ველი დღევანდელ დღეს ბათუმში, სადაც შევხვდები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს. 2021 წლის ბათუმის კონფერენციის ფარგლებში. განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის სამმხრივი ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს, ერთად უფრო ძლიერები ვართ,- დაწერა მაია სანდუმ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში “თავისუფლების დღეს” აღნიშნავენ
შემდეგი სტატიაავტოავარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში