ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინტელექტი მხოლოდ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამორჩება – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჯეიმს ჰიპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით „უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელება სრულიად ლეგიტიმურია“. „ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინტელექტი მხოლოდ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამორჩება“ – ამბობს მარია ზახაროვა. ზახაროვამ ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა.
„რადგანაც ბრიტანელი მინისტრი ამბობს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელება სრულიად ლეგიტიმურია, რათა დაირღვეს სამხედრო ლოჯისტიკა და უკრაინაში მისაწოდებლად გამზადებულმა იარაღმა მოსახლეობაში მეტი მსხვერპლი არ გამოიწვიოს. ანუ ამ ლოგიკით „სამხედრო მიწოდებების ლოჯისტიკის დარღვევისთვის რუსეთს ასევე შეუძლია ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება, რადგანაც ისინი კიევის რეჟიმს იარაღს აწვდიან. ეს ხომ უკრაინის ტერიტორიაზე სისხლისღვრას პირდაპირ იწვევს, და ბრიტანეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აზროვნების დონე მხოლოდ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის ინტელექტს ჩამორჩება“ – წერს ზახაროვა.

banner
წინა სტატიაშიგაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ ჩასვეს ციხეში – მარგარიტა სიმონიანი