გაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს

გაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს. „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ უკრაინაში გაერო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა მათთან საუბრისას განაცხადა.

ბოგნერმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ გაერო იძიებს მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო მკვლელობის იმ 300 საქმეს, რომლის დოკუმენტირებაც მისიამ შეძლო.

ამასთან, მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში დაფიქსირებულია ხუთი ათასზე მეტი შემთხვევა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ, მათ შორის დაფიქსირებულია გაუპატიურების ათობით შემთხვევა და გატაცების 150-მდე შემთხვევა. მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს.

„ჩვენ ვისმენთ, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ზოგიერთ რაიონში იდევნებიან პროუკრაინული შეხედულებების მქონე ადამიანები. მაგალითად, ისინი აკავებენ ადგილობრივ ჩინოვნიკებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს, ზოგჯერ ჟურნალისტებს. ზოგიერთი გაათავისუფლეს, რაც კარგია, მაგრამ ზოგი გარდაცვლილი იპოვეს“, – განაცხადა ბოგნერმა.

banner
წინა სტატიაშიჰალსტუხიჭამიას დაფრთიანებული, ოკუპანტის ენაზე მოლაპარაკე არახამია რომ საქართველოს და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ებრძვის, ეს ამ ჩანაწერითაც დასტურდება – ბოჟაძე
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინტელექტი მხოლოდ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩამორჩება – ზახაროვა