ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვის გამო ბოდიში მოიხადა

ორშაბათს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯერემი კუინმა პარლამენტის დეპუტატებს განუცხადა, რომ მომხდარში, სავარაუდოდ, მთავრობის მაღალჩინოსანია დამნაშავე, რომელიც, დროებით ჩამოაშორეს საქმეს. “გასულ კვირას მაღალჩინოსანმა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოლუმენტი დაკარგა. მან თავად გვაცნობა ამის შესახებ. ეტყობა, შეცდომით მოხდა ასე. არ მინდა რამე ვთქვა გამოძიების შედეგების გამოჩენამდე, მაგრამ ეს შეცდომას გავს, რომელიც ამ კაცმა დაუშვა” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ. “ძალიან ვწუხვარ ამ ინციდენტის გამო ” – დაამატა ჯერემი კუინმა – “ბიბისი” წერს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დოკუმენტები, რომელიც შეიცავდა ბრიტანეთის გამანადგურებელი ხომალის “დეფენდერის” შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კენტის საგრაფოში, ავტობუსების გაჩერებაზე იპოვეს.
დოკუმენტების ერთ-ერთ პაკეტში საუბარია რუსეთის სავარაუდო რეაქციაზე ყირიმის სანაპიროზე, სევასტოპოლის რაიონში გამანადგურებელის გავლის შემთხვევაში. რუსეთი ამ ადგილს საკუთარ ტერიტორიულ წყლად თვლის, რასაც მსოლფიოში ბევრი სახელმწიფო არ აღიარებს, კერძოდ, ბრიტანეთი თვლის, რომ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

დოკუმენტების მეორე ნაწილი ბრიტანეთის ავღანეთში ნატოს მისიის დასრულების შემდეგ შესაძლო სამხედრო დანაშაულებებთან დაკავშირებით გეგმაა.

ნაპოვნი დოკუმენტები 50 გვერდს მოიცავს. მისი მპოვნელი “ბიბისის” დაუკავშირდა, როცა ქაღალდების შინაარსის დელიკატურობას მიხვდა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაკანადაში ტემპერატურამ +46°C-სს მიაღწია