ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა

ოკუპირებულ ცხინვალთან ახლოს ტყეში ხანძარი გაჩნდა. რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ხანძრის გამოწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მედიის ცნობით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა იყოს.

banner
წინა სტატიაშიჩარკვიანი – არ მიყვარს, როდესაც რამე დოკუმენტი შედგება და მისი ცვლილების მცდელობაა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვის გამო ბოდიში მოიხადა