კანადაში ტემპერატურამ +46°C-სს მიაღწია

კანადაში დაკვირვების ისტორიაში პირველად ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ქვეყნის დასავლეთი, ასევე აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთი რაიონები უპრეცენდენტო თბილი ჰაერის მასებმა დაფარეს.
ოფიციალური ინფორმაციით, ლიტონსა და ბრიტანეთის კოლუმბიაში კვირას 46,6 გრადუს ცელსიუსი იყო და ამით 84 წლის წინანდელი რეკორდი მოხსნა – მაშინ ჰაერის ტემპერატურა +45°C იყო.
კანადისა და აშშ-ს მთავრობები მოსახლეობას საშიში სიცხეების შესახებ აფრთხილებენ, რომელიც ერთი კვირა შეიძლება გაგრძელდეს – “ბიბისი” წერს.

ექსპერტები ამბობენ, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად უფრო ხშირად იქნება ანომალური ამინდები, თუმცა, ექსპერტთა მეორე ჯგუფი აღნიშნულ ტემპერატურასა და გლობალურ დათბობას შორის კავშირს გამორიცხავს, რადგანაც მსგავსი ტემპერატურა ამ რეგიონში რამდენიმე ათეული წლების წინაც დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო დოკუმენტების დაკარგვის გამო ბოდიში მოიხადა
შემდეგი სტატია“ასტრა-ზენეკას” მესამე დოზა მაღალ იმუნიტეტს ტოვებს