ბრიტანეთის ციხეში სპაისის ეპიდემიაა

ბრიტანეთის ციხეში სპაისის ეპიდემიაა – “ბიბისი” ნიუსი წერს. სპაისი ხელოვნურად შექმნილი კანაბისია. მოსაწევი არა მხოლოდ პატიმრების ჯანმრთელობას ემუქრება, არამედ, მედპერსონალისას და ბადრაგისასაც. მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის განცხადებით, ჯანდაცვის მუშაკს კარგად მომსახურება ევალება, მაგრამ არა საკუთარი ჯანმრთელობთ გარისკვა. როგორც პროფკავშირები ავრცელებენ, კვირაში 50-ჯერ მაინც იძახებენ სამედიცინო მუშაკს პატიმართან კამერაში, რომელმაც სპაისი მოწია. რამდენჯერმე მედდები, რომლებიც გამოძახებაზე მივიდნენ, თვითონ გახდნენ ცუდად ნარკოტიკის კვამლისგან.
ციხეების სპაისისგან გასაწმენდად სპეციალურად დაიწყეს ძაღლების გაწვრთნა და ვიზიტორების სკანირება.

banner
წინა სტატიაში„ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ“ – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიათბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება