თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 10:49

თბილისის მერიისთვის გამოყოფილი 30 მლნ ლარი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერიას ბიუჯეტიდან დამატებით 30 მილიონი ლარი გამოეყოფა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

მისივე თქმით, ბიუჯეტში გამოინახა შესაძლებლობა, დამატებით მერიას წელსვე 30 მილიონი ლარი გადაეცემა, რომელიც ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოხმარდება.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს ამ თანადგომისთვის. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი თანხაა, შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს 30 მილიონი მომდევნო ორი წლის განმავლობაში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ წელს დავხარჯოთ ეს თანხები”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 16, 2018 10:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics