„ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც დისკომფორტი შეექმნათ“ – ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 12 მაისს კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებსატელევიზიო ეთერში ვრცლად ისაუბრა.

„კლუბებში იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოცარსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო იყო, მეზვრიშვილის თქმით, ადგილზე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა მობილიზებული. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმუქარა ანი სუბელიანისა და მისი რვა წლის შვილის მიმართ – “თეთრი ხმაურის” აქტივისტი პოლიციაში ჩივილს გეგმავს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ციხეში სპაისის ეპიდემიაა