ბრიტანელმა მსახიობმა სცენაზე ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა

60 წლის ბრიტანელმა კომიკოსმა იან კოგნიტომ სცენაზე ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა. გამოსვლის დროს კოგნიტომ იხუმრა, რომ როცა ის ინსულტისგან გამოიღვიძებს, უცხო ენაზე დაიწყებს საუბარს. ათი წუთის შემდეგ კი, სკამზე ჩამოჯდა, რომელიც სცენაზე იდგა. წამყვანის ენდრიუ ბედრის თქმით, პუბლიკამ უცებ ვერ გაიგო რა მოხდა. თვითონაც ეგონა, რომ მსახიობი სცენას თამაშობდა. როცა მასთან მივიდნენ, ის უკვე გარდაცვლილი იყო – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ
შემდეგი სტატია“ყვითელმა ჟილეტემა” ტულუზაში მობილიზაცია გამოაცხადეს