ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ

ამ წუთებში სამხარეო პოლიციის შენობასთან აქციას მართავს დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.,, ჩემი შვილი დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში დაიჭირეს, ცრუ ჩვენების ბრალდებით. იცით ვინ ისროდა და თქვიო.,, – განაცხადა ბესიკ დგებუაძის დედამ მანანა მითაგვარიამ.
მისი თქმით, ორივე შვილი 2018 წლის ნოემბერში სახლიდან გაიყვანეს ზაზა სვანიძის დავალებით და იმ საღამოს დაჭრეს ცეცხლსასროლი იარაღით, მოგვიანებით ორივე მათგანი დააკავეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ერთ- ერთი გაათავისუფლა, ბესიკ დგებუაძეს კი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ოჯახი აცხადებს, რომ სვანიძეს ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები მფარველობენ. შემთხვევა სვანიძესა და დგებუაძეებს შორის ბიზნესდავას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშიდავით მაღრაძე – მხნეობა არასდროს მტოვებდა და არც ახლა დამტოვებს
შემდეგი სტატიაბრიტანელმა მსახიობმა სცენაზე ინსულტი მიიღო და გარდაიცვალა