ბრიტანელი მინისტრი: რეფერენდუმის შედეგები პუტინს გაახარებდა

5ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფილილ ჰემონდმა განაცხადა, რომ რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან უნდა გავიდეს, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისათვის სასიხარულო ინფორმაცია იყო – The Telegraph-ი წერს.
რუსეთის ლიდერი, მინისტრის თქმით, დღეს დილიდან ოპტიმალურად იქნება განწყობილი რუსეთისათვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის შესაძლებლობის გამო.
დღესვე, დილით, აშშ-ს რუსეთში ყოფილმა ელჩმა, მაიკლ მაკფოლმა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებს რუსეთის პრეზიდენტის გამარჯვება უწოდა. “პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლასა და ვარშავის ხელშეკრულებაზე მიუთითებდა, ამიტომ ის გახარებულია ევროპული ერთიანობის დაშლით” – დაწერა დიპლომატმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ბრიტანეთის სიახლეების შემდეგ “გამოიღვიძა”
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა