სახალხო დამცველმა პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა სამთავრობო უწყებებს, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში, სახალხო დამცველის მხრიდან, ყურადღება გამახვილდა არასათანადო მოპყრობისგან მიგრანტთა დაცვაზე, დეპორტირებულ პირთა დაბრუნების ოპერაცის მონიტორინგსა და თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა დახურული ტიპის დაწესებულებებში არსებულ პრობლემას, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისთვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

სახალხო დამცველმა უარყოფითად შეაფასა შსს-ს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანოებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის მხრივ სიტუაცია გაუარესებულია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი მინისტრი: რეფერენდუმის შედეგები პუტინს გაახარებდა
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის პროცესზე სამხარაულის ექსპერტ-კრიმინალისტი იკითხება