ბრიტანელები “ღორის გრიპის” ეპიდემიისთვის ემზადებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 01:11

ბრიტანელები “ღორის გრიპის” ეპიდემიისთვის ემზადებიან

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემა (NHS) ე.წ “ღორის გრიპის” ანუ “ავსტრალიური” გრიპის ეპიდემიას ვარაუდობს. 2017-2018 წლის ზამთარი, შესაძლებელია, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელი აღმოჩნდეს – სპეციალისტები აცხადებენ, წერს “ბიბისი”. თუმცა, ახლა, სანამ “ავსტრალიური” გრიპი ჯერ არ გამოჩენილა, ინგლისის რამდენიმე საავადმყოფოში უამრავი ნოროვირუსით დაავადებული პაციენტია, რომელიც დიარეას და ღებინებას იწვევს. დაავადება, დიდი დოზით სითხის მიღების შემთხვევაში 2-3 დღეში ინკურნება და ის გართულებებს არ იწვევს “ღორის” გრიპისგან განსხვავებით, რომელსაც ფილტვების ანთება და სხვა საშიში დაავადებები ახლავს თან.

ივლის-აგვისტოში, როცა სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი იყო, ავსტრალიაში გრიპით დაახლოებით 170 ათასი ადამიანი დაავადდა, ანუ, 2,5-ით მეტი, ვიდრე გასულ ზამთარში. ოფიციალურად უცნობია რამდენი ადამიანი გარდაიცვალა H3N2 ვირუსით, თუმცა, ცნობილია ის, რომ ლეტალური შემთხვევები რეკორდულად მაღალი იყო.
მეცნიერების თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფერო, როგორც წესი, იმეორებს სამხრეთის მდგომარეობას, გარდა ამისა, ეპიდემიოლოგების თქმით, ვირუსის გადატანას ხელს უწყობენ, ასევე მოგზაურები ავსტრალიიდან დიდ ბრიტანეთში, კონტინენტალურ ევროპასა და აშშ-ში.
დოქტორ ფაუჩი ამბობს, რომ ვაქცინა, რომელიც “ღორის” გრიპის პრევენციისთვის შეიქმნა, ეფექტური იყო მხოლოდ დაავადებულთა 10%-ში.
მიმდინარე სეზონზე ორგანიზაცია NHS Providers, რომელიც საავადმოყოფოებს მართავს, აცხადებს, რომ დიდი ალბათობით კრიზისი განმეორდება გრიპისადმი არასათანადო მზაობის გამო. “რაიონის ექიმებს მოუწევთ პაციენტებს გამოუწერონ ძილი, პარაცეტამოლი და ლოცვები” – დაწერა Daily Mail-მა.
მიმდინარე კვირას დაავადებათა მართვისა და პრევენციის ცენტრმა ჟურნალ “ლანცეტში” გრიპისგან გამოწვეული მსოფლიო სტატისტიკა გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში გრიპისგან ყოველწლიურად 291-დან 646 ათას ადამიანამდე კვდება, ვირუსის ტიპის მიხედვით. ამერიკელი სპეციალისტების თქმით, H3N2 ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გრიპია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 01:11

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics