მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავი ნინო სურგულაძე უარს აცხადებს კრემლში გამოსვლაზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 00:14

მსოფლიო საოპერო  სცენის ვარსკვლავი ნინო სურგულაძე უარს აცხადებს კრემლში გამოსვლაზე

2018 წლის მარტში, კრემლის საკონცეტრო დარბაზში, გაიმართება ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის ფრანკო ძეფირელის 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავებმა. ღონისძიების ორგანიზატორებმა საიუბილეო საღამოზე მიიწვიეს ქართველი საოპერო დივა ნინო სურგულაძე, თუმცა მან უარი განაცხადა მოსკოვში გამგზავრებაზე.
ჟურნალისტებთან საუბრისას ნინო სურგულაძემ აღნიშნა, რომ ის “არ გამოვა კრემლში დაგეგმილ კონცერტზე, რადგან ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების აპლოდისმენტები მისთვის მიუღებელია”.
“უარის ერთადერთი მიზეზი უკავშირდება კრემლში გამოსვლას. “ელენე ობრაზცოვას საოპერო მეჯლისში“ (ყოველწლიური მუსიკალური ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც იმართება ძეფირელის საღამო,- რედ.) მონაწილეობის მისაღებად მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავები არიან მიწვეულნი. კონცერტი, რომელსაც ფრანგული კინოს მშვენება ფანი არდანი წაიყვანს, თავად იუბილარიც დაესწრება. ძეფირელის და ობრაზცოვას დიდი ხნის შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირდებდათ. სიამოვნებით დავთანხმდებოდი ამ ორი ჩემი საყვარელი ხელოვანისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას, თუმცა უარი განვაცხადე. მიმაჩნია, რომ კრემლის დარბაზში სიმღერა არ იქნებოდა სწორი. მე პოლიტიკაში არ ვერევი და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მახასიათებს, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ლოგიკურია. კრემლში გამოსვლაზე უარს ვაცხადებ, რადგან ეს ჩემი ქვეყნის ღალატი იქნება”, – განაცხადა ნინო სურგულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 00:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics