4 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის პოლიციასთან შეტაკების დროს

როგორც სააგენტო “Reuters” იუწყება, 4 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის პოლიციასთან შეტაკების დროს. მას შემდეგ რაც ამა წლის 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად არ წყდება პალესტინელთა საპროტესტი აქციები.
15 დეკემბერს 29 წლის პალესტინელმა მხარში დანით მიაყენა ორი ჭრილობა ისრაელის სასაზღვრო პოლიციელს, რის შემდეგ თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს. როდესაც იგი დაეცა, აღმოჩნდა, რომ მას შაჰიდის ქამარი ეკეთა. პოლიციელებმა ადგილზე ჩახრილეს პალესტინელი, დაჭრილი პოლიციელი კი ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ერთი პალესტინელი დაიღუპა იერუსალიმის შემოიგარენში, ანათის რაიონში პოლიციასთან შეტაკებისას, ხოლო კიდევ ორი – ღაზის სექტორში.
სულ ერთი დღის განმავლობაში პროტესტის 160 მონაწილემ მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელები “ღორის გრიპის” ეპიდემიისთვის ემზადებიან
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი : ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას