“ბრეკსიტის” პირველმა მომხრემ ნაიჯელ ფარაჯმა გადადგომა გადაწყვიტა

სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერმა, ნაიჯელ ფარაჯმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა – მან თქვა, რომ საკუთარი ამოცანა შეასრულა.
“ევროკავშირის დატოვების მომხრეთა გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი პოლიტიკური ამბიცია ავასრულე” – განაცხადა ფარაჯმა.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისის საყოველთაო რეფერენდუმზე, ბრიტანელების უმეტესობამ ევროკავშირიდან გასვლას მისცეს ხმა.
ფარაჯის თქმით, სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის (UKIP) ლიდერობა არ ყოფილა ადვილი ამოცანა. მან დაამატა, რომ ევროპარლამენტში დეპუტატად დარჩება მანამდე, სანამ ქვეყნის ბლოკიდან გამოსვლის შესახებ შეთანხმებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ UKIP-ის ლიდერი დაახლოებით 17 წელია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისთვის იბრძვის.

banner
წინა სტატიაშიფონდმა „ქართუმ“ წელს კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო
შემდეგი სტატიარიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინეს