რიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინეს

ევროპის მოედანზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის და რიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც მოვაჭრეები აღნიშნავენ მათ გაფრთხილება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ვერ მოახერხეს საქონლის ამოყიდვა და ტერიტორიის დატოვება, დღეს კი საქონელი დაუზიანდათ.
დედაქალაქის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით გარევაჭრობა კანონით დაშვებული არაა და ამასთანავე ასეთი არაორგანიზებული ვაჭრობა ქალაქის იერსახისთვისაც მიუღებელია, ამასთანავე მერის მოადგილე პასუხად განმარტავს, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და მერიამ მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართიც შესთავაზა.

„გარევაჭრობა ქუჩებში, ბარდიულებზე, სადარბაზოებში არის დაუშვებელი, გარდა ამისა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში რომლებიც ტურისტულად საკმაოდ დატვირთულია, ასეთი არაორგანიზებული ვაჭრობა ქალაის იერსახისთვის მიუღებელია.“- განაცხადა ლექვინაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბრეკსიტის” პირველმა მომხრემ ნაიჯელ ფარაჯმა გადადგომა გადაწყვიტა
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს