ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა

რიო დე ჟანეიროში ბრაზილიის ეროვნული მუზეუმი დაიწვა. ხანძარი 200 წლის შენობაში გვიან საღამოს, მისი დახურვის შემდეგ, გაჩნდა და ყველა სართულზე გავრცელდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ასევე უცნობია ზუსტი ზარალი და ხანძრის გამომწვევი მიზეზიც.

ბრაზილიის ეროვნულ მუზეუმში 20 მილიონზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, მათ შორის, ამერიკის კონტინენტზე ნაპოვნი უძველესი ქალის 12 ათასი წლის ჩონჩხი და დინოზავრის ძვლები.

მომხდარი დაწესებულების დირექტორმა კულტურულ ტრაგედიად და ბრაზილიის ისტორიის დაკარგვად შეაფასა.

ისტორიული შენობა 19-ე საუკუნეში პორტუგალიის სამეფო ოჯახის რეზიდენციაც იყო.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რუსთავში – ინკუბატორში გაჩენილი ხანძრისას 3 000 წიწილა დაიწვა
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპულ სკოლას გახსნის