ხანძარი რუსთავში – ინკუბატორში გაჩენილი ხანძრისას 3 000 წიწილა დაიწვა

რუსთავში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მარის არხის დასახლებაში წიწილების ინკუბატორი დაიწვა. განადგურდა 600 კვ.მ-ის ფართობი, დაიწვა 3 ათასი წიწილა.

ძლიერი ხანძრის გამო, საცხოვრებელ სახლსა და სათავსოებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არსებობდა, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

banner
წინა სტატიაშიქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი და შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა
შემდეგი სტატიაბრაზილიის ეროვნული მუზეუმი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა