იოჰანეს ჰანი თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპულ სკოლას გახსნის

თბილისში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა იხსნება.

ცერემონიაზე დასასწრებად ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი ჩამოდის. იგი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტს, პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.

რაც შეეხება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სკოლას, ეს იქნება პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდება.

ის განკუთვნილია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ევროპული ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.

banner
წინა სტატიაშიბრაზილიის ეროვნული მუზეუმი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა
შემდეგი სტატიასენატორი მაკკეინი სამხედრო პატივით დაკრძალეს