ბორის ჯონსონმა პუტინი ასადის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ბაშარ ასადის რეჟიმის “წარუმატებელი” მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს – ამის შესახებ The Independent-ი წერს.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, ასადი “მკველელობების მანქანაა” და კრემლი შეცდომას უშვებს, როცა მას ხელისუფლებაში ყოფნას უხანგრძლივებს.

“როცა ეკითხებიან რუსებს ახსნან საკუთარი საქციელი, ისინი ყოველთვის ასე პასუხობენ: შემდეგ რა იქნება, ვინ მოვა მერე?” მინისტრმა თქვა, რომ ბრიტანეთს აქვს ამის პასუხი: “ახლა ლონდონში შეკრებულია ხალხი, რომელთაც მართვის დიდი გამოცდილება აქვთ, რომელიც სირიაში შეიძინეს, ამასთანავე, მხარს არ უჭერენ პოლიციურ რეჟიმს ასადის სტილში. მათ უსაფრთხო სახელმწიფოს შექმნა უნდათ, ტერორისგან თავისუფალი სახელმწიფოსი, სადაც მიგრანტებს საშუალება ექნებათ დაბრუნდნენ”.

ჯონსონი ცნობილია ბრიტანეთის მთავრობისთვის დაუხასიათებელი არასტანდარტული გამონათქვამებით მოსკოვთან დაკავშირებით. მაგალითად, ის პუტინს აქებდა იმის გამო, რომ რუსმა ჯარისკაცებმა სირიის ქალაქი პალმირა დაიბრუნეს, მან აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის გამწვავებაში ევროკავშირი დაადანაშაულა და არა მოსკოვი. მას შემდეგ, რაც ჯონსონმა საგარეო უწყება ჩაიბარა, მისი მიდგომები და გამონათქვამები შეიცვალა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი: წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა აღმოფხვრილია თავიდან ბოლომდე