კახა კახიშვილი: წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა აღმოფხვრილია თავიდან ბოლომდე

პრობაციის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების მინისტრმა ოთხწლიანი ანგარიში კოლეგებს, დიპლომატებს და არასამთავრობო სექტორს წარუდგინა. მინისტრმა აქცენტი უწყების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რეფორმებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა.

“საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით ამ 4 წლის მანძილზე გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები. როგორც თქვენთვის ცნობილია და როგორც აღნიშნულია, ყველა საერთაშორისო მონიტორინგის ანგარიშში, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშში, წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა აღმოფხვრილია თავიდან ბოლომდე,”- კახა კახიშვილმა.

სტუმრებს სიტყვით ლატვიის იუსტიციის მინისტრმაც მიმართა. დღესვე სამინისტროს არქივი გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონმა პუტინი ასადის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიასომხეთის პრემიერი გადადგა