ბიძინა ივანიშვილი: პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები

„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის

პატრიოტიზმში არც სააკაშვილს და არც ერთ საქართველოს მოქალაქეს არ შევეჯიბრები,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, რომელი უფრო პატრიოტია – სააკაშვილი თუ ივანიშვილი.

“სამშობლოზე ზრუნვაში უნდა შევჯიბროთ ერთმანეთს. სამშობლოს სიყვარულში გაჯიბრებას მე არ ვიკადრებდი არც ერთ საქართველოს მოქალაქესთან და არავის დავუმტკიცებდი, რომ მათზე მეტად მიყვარს ქვეყანა, თუმცა უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. კიდევ ერთხელ მოვუწოდები ჩვენს საზოგადოებას, რომ ქვეყანაზე ზრუნვის მინიმალური გამოვლინება უნდა მოახდინოს თითოეულმა და ყველაზე ცოტა არჩევნებზე მოვიდნენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ივანიშვილმა ეკონომიკის აღმავლობაზეც ისაუბრა.

„ძალიან ბევრ ასპექტში, იქნება ეს ინფრასტურქტურა თუ ზოგადად მშენებლობა, სასტუმრო თუ ტურიზმი, ყველგან გვაქვს მკვეთრი ზრდა და გაუმჯობესება“,- აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრ ვერშბოუ ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონმა პუტინი ასადის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა