ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 401 „პისიარ“ ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ჯამში კი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 203 547-მდე.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 484 თბილისში, 81 აჭარაში, 185 კი იმერეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაშსს: ნახევარ კილომდე ალფა პვპ-სა და ბუპრენორფინის შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დავაკავეთ