“ბოინგი” ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს

“ბოინგი” ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს

ამერიკული ავიაკონცერნი Boeing-ი თვითმფრინავ 737 მაქს-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულებს საერთო ჯამში 500 მილიონ დოლარს გადასცემს მხარდაჭერის სახით. თითოეული გარდაცვლილის ოჯახი 1,45 მილიონ დოლარს მიიღებს –
Reuters-ი წერს.
გარდა ამისა, ავიაკონცერნი ავიაკომპანიებს, რომელთაც Boeing 737 Max-ი ყავთ და მას ვერ იყენებენ აკრძალვის გამო, 1,77 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

Boeing 737 Max-ის გამოყენების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის მარტში მიიღეს, მას შემდეგ რაც თვითმფრინავი ჯერ ინდონეზიაში ჩამოვარდა, რამდენიმე თვეში კი ეთიოპიაში. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორივე შემთხვევაში კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური დეფექტი იყო, რაც თვითმფრინავის წარმოებისას იქნა დაშვებული.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში მხარდაჭერა აღუთქვეს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭომ ჩეხეთს ბოშას სიკვდილის გამოძიებისკენ მოუწოდა