აშშ-მ და გერმანიამ უკრაინას რუსეთთან კონფლიქტში მხარდაჭერა აღუთქვეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინას მომავალში რუსეთთან კონფლიქტში მხარდაჭერას დაპირდა. “გერმანია და აშშ მომავალშიც ერთობლივად შეეწინააღმდეგება რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებს, იქნება ეს უკრაინის ტერიტორიისთვის ზიანის მიყენება, ალექსანდრე ნავალნის დაპატიმრება თუ ჩვენს დემოკარტიაზე დეზინფორმაციის გავრცელება” – თქვა ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჰეიკო მაასთან ბერლინში 23 ივნისის შეხვედრაზე.
ბლინკენმა ასევე, ეჭვი გამოთქვა, რომ გერმანულ-რუსულ გაზსადენს “ჩრდილოეთის ნაკადი-2” რუსეთი უკრაინაზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

ჰაიკო მაასმა, თავის მხრივ აღნიშნა, რომ გერმანია აგვისტოს ბოლომდე დაარეგულირებს “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის ტრანსატლანტიკურ დავას.
მიმდინარე თვეს აშშ-ს კონგრესი “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის წინაარმდეგ სანქციების შემოღებას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – კომიტეტი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს
შემდეგი სტატია“ბოინგი” ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს