ევროპის საბჭომ ჩეხეთს ბოშას სიკვდილის გამოძიებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭომ ჩეხეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ, დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს ბოშა მამაკაცის გამო, რომელიც პოლიციელების დაკავების შემდეგ გარდაიცვალა.
“კადრები, რომელიც ტეპლიცაში 19 ივნისს არის გადაღებული და სადაც ჩანს, რომ პოლიციელების ბოშასთან ურთიერთობის შემდეგ ის სამედიცინო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, შეშფოთებას იწვევს და მრავალ შეკითხვას ბადებს ამ ტრაგიკული ინციდენტის ირგვლივ” – განცხადებაშია ნათქვამი.
ასევე, აღნიშნულია, რომ ბოშები ევროპაში ყველაზე მსხვილი ეთნიკური უმცირესობაა და ევროპის საბჭო მათთან თანამშრომლობას ცდილობს მათი დისკრიმინაციისაგან დასაცავად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.

ადრე გავრცელდა, რომ ჩეხეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პოლიციის მოქმედებებს მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის ოფიცერი დაკავებული ბოშას მხარსა და კისერზე მუხლებით დგას. ამის შემდეგ ის გარდაიცვალა. ბოშათა ჯგუფები შეაძრწუნა ვიდეომ, რომელიც შაბათს ჩეხეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ტეპლიცაშია გადაღებული. მამაკაცს სამი პოლიციელი აკავებს, რამდენიმე წუთში ის გაუნძრევლად წევს ტროტუარზე.

ბოშათა გაერთიანების წევრები ინციდენტს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს ადარებენ, რომელიც ზუსტად ასევე გარდაიცვალა მინეაპოლისში, 2020 წელს.
“არანაირი ჩეხი ფლოიდი” – პოლიციამ განაცხადა სოციალურ ქსელში გავრცელებული პროტესტის პასუხად.
ჩეხეთის პოლიციის ვერსიით, ძალის გამოყენება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა აგრესიული ქცევები დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“ბოინგი” ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაპუტინმა კადიროვს ჩეჩნეთის ხელმძღვანელად ხელახლა კენჭისყრა შესთავაზა