ბობ დილანი საბოლოოდ დათანხმდა ნობელის პრემიის მიღებას

ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი, რომელსაც გასულ წელს ნობელის პრემია მიანიჭეს, როგორც იქნა დათანხმდა სტოკჰოლმში ჯილდო პირადად გადაეცეს. შვედეთის დედაქალაქში ის 1 და 2 აპრილს კონცერტებსაც გამართავს. შვედეთის აკადემია, რომელიც ყოველწლიურად იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ იქნება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში, იტყობინება, რომ 75 წლის მომღერალი რეგლამენტის მიხედვით აუცილებელ ლექციას არ გამართავს, თუმცა იგი გამოაგზავნის სპეციალურ ვიდეომიმართვას. შეგახსენებთ, 2016 წელს დილანს გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში „ამერიკული სიმღერების ტრადიციაში შეტანილი ახალი პოეტური ხერხებისთვის“.

 

banner
წინა სტატიაშიvideo მალტაში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი ანტიოლიგარქიული სპიჩით გამოვიდა
შემდეგი სტატიალონდონში ჯორჯ მაიკლი დაასაფლავეს