ლონდონში ჯორჯ მაიკლი დაასაფლავეს

ლონდონში ბრიტანელი მუსიკოსის ჯორჯ მაიკლის დასაფლავების ცერემონია გაიმართა, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა – ამის შესახებ მომღერლის ოჯახმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია.
“ვადასტურებთ, რომ ცერემონია დღეს გაიმართა. შეიკრიბნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, რომ საყვარელ შვილს, ძმას და მეგობარს გამომშვიდობებოდნენ” – ნათქვამია განცხადებაში. მაიკლის ნათესავებმა, ასევე, მადლობა გადაუხადეს მის თაყვანისმცემლებს მომღერლის სიყვარულისა და პირადი ცხოვრების პატივისცემისთვის.

banner
წინა სტატიაშიბობ დილანი საბოლოოდ დათანხმდა ნობელის პრემიის მიღებას
შემდეგი სტატიაესტონეთი რუს ჰაკერებს კიბერშეტევაში სდებს ბრალს