video მალტაში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი ანტიოლიგარქიული სპიჩით გამოვიდა

მალტაში მიმდინარე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინის ოპოზიციის ერთერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ანტიოლიგარქიული მოხსენებით გამოვიდა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა:
“ანტიოლიგარქიული გამოსვლა მალტაში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე, ათეულობით სახელმწიფოს მეთაურისა და ათასობ დელეგატის წინაშე: “ჩვენი ხალხი (მიხ. სააკაშვილმა ეს სიტყვა მრავლობით რიცხვში ახსენა, რითაც, სავარაუდოდ, უკრაინასა და საქართველოში მცხოვრები ხალხი იგულისხმა, – რედ.) არასდროს შეურიგდებიან ოლიგარქებისა და დემოკრატიის მტრების მიერ ჩვენი ქვეყნების მიტაცების მცდელობას”.
მე ასევე, შევხვდი ევროკომისარ კლაუს ხანს, ვისზეც, მნიშვნელოვანწილად, უკრაინისთვის ვიაზლიბერალიზაციაზე გადაწყვეტილების მიღებაა დამოკიდებული”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://youtu.be/keXyRIB0j64

 

 

banner
წინა სტატიაშიფადი ასლი განცხადებას ავრცელებს-როდესაც თქვენ მე მომკლავთ, სხვა ფადი ასლები წამოდგებიან ფეხზე
შემდეგი სტატიაბობ დილანი საბოლოოდ დათანხმდა ნობელის პრემიის მიღებას