ბლინკენი – მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის, მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის, თქვენ უნდა გამოატაროთ მარცვლეული პორტებიდან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა რუსეთს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაუშვას, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ისაუბრა შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ფოკუსირებული იყო სურსათსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებულ დაუცველობაზე.

„მან პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა: „მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა გამოუშვათ მარცვლეული იქიდან“, – განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში მაინც დგას, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის
შემდეგი სტატია„დიდი ოცეულის“ მინისტერიალზე გამოცხადებული ბოიკოტის გამო, სერგეი ლავროვი მინისტერიალს ვადაზე ადრე დატოვებს