„დიდი ოცეულის“ მინისტერიალზე გამოცხადებული ბოიკოტის გამო, სერგეი ლავროვი მინისტერიალს ვადაზე ადრე დატოვებს

სერგეი ლავროვი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, „დიდი ოცეულის“ მინისტერიალს დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვი კვლავ გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს, შემდეგ სიტყვით მიმართავს პრესას და ინდონეზიას დატოვებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დღის მეორე ნახევარში ოფიციალურ სადილში და სამუშაო სესიაში არ მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციის წყაროების ცნობით, ლავროვმა სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი. მან ასევე თავი აარიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის კითხვებზე პასუხის გაცემას.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ინდონეზიაში „დიდი ოცეულის“ კოლეგებთან სადილზე არ მივიდნენ. ასევე, შეხვედრის ტრადიციული ფოტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დასწრების გამო არ გადაიღეს.

banner
წინა სტატიაშიბლინკენი – მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის, მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის, თქვენ უნდა გამოატაროთ მარცვლეული პორტებიდან
შემდეგი სტატიაიაპონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა