მანჯგალაძე – რიგგარეშე სხდომის მოწვევა დღის წესრიგში მაინც დგას, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის

დღის წესრიგში მაინც დგას რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რათა საზოგადოებამ ნახოს, რომ მზად ვართ პროცესებში ჩართვისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, იმისთვის, რათა ნდობა იყოს, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება უნდა შეასრულოს, შემდეგ კი, ნებისმიერ პროცესში შევლენ.

მანჯგალაძის განცხადებით, სხვა შემთხვევაში, ეს იქნება პროცესის იმიტაცია, დროის გაწელვა, „მუხტი დავარდება და თვალებში ნაცარს შევაყრით საზოგადოებას“.

სამწუხაროდ, ქვეყანა დეკემბერში სტატუსს ვერ მიიღებს, მაგრამ ამ დროს უკვე რუსი კურატორების დახმარებით „ქართულ ოცნებას“ გამზადებული და მოქოქილი ექნება მესიჯი და იტყვიან, რომ არ მოგვცეს სტატუსი, რადგან ომს გადავარჩინეთ ქვეყანაო. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, მაგრამ ეს პროცესი იმიტაციაა, თუ ნამდვილი პროცესი, რომ გავარკვიოთ, „ქართულმა ოცნებამ“ აუცილებელია, ძველი ვალდებულებები შეასრულოს. საკონსტიტუციო ცვლილებებზე კობახიძის დაპირება არის იგავის მსგავსი – ვირს რომ სტაფილოს უკიდებენ, რომელსაც მისდევს და იღლება, აღარ სჭირდება ის სტაფილო. აი, ასე დაგვიკიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ჯერ გვითხრეს, რომ გაზაფხულზე მიიღებდნენ, შემდეგ თქვეს, ზაფხულშიო და ახლა ამბობენ, რომ ამას სტატუსის მიღების შემდეგ გააკეთებენ. კობახიძის წარმოდგენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვირის სტაფილოსავით უნდა ვსდიოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად დღის წესრიგს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ორშაბათს წარადგენენ
შემდეგი სტატიაბლინკენი – მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის, მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის, თქვენ უნდა გამოატაროთ მარცვლეული პორტებიდან