“ბიზნესის დასაწყებად კარგი იქნება კონტაქტების დამყარება საქართველოს ხელისუფლებასთან”-რუსი ბიზნესმენები

თბილისში რუსეთისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. საქართველოში ჩამოსული რუსი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობით, სატრანსპორტო, სამშენებლო და ჯანდაცვის სფეროებით. რუსი ბიზნესმენები აცხადებენ , რომ ამ სეხვედრებს პოლიტიკასთან კავშირი არ, აქვს. მათი თქმით, კარგი იქნება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც შედგება კომუნიკაცია.

,,,დიდი იმედი გვაქვს, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება, რადგან წლების სიყვარული და რუსეთ-საქართველოს შორის დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები ყოველთვის არსებობდა, ბიზნესის სრულფასოვანი კეთებისთვის ოფიციალური ურთიერთობები არ გვყოფნის, იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები გაღრმავდება, გაგრძელდება და დაუბრუნდება კარგი გაგებით საბჭოთა კავშირის დროინდელ ურთიერთობას,“ – განაცხადა რუსეთის ინოვაციური განვითარების ასოციაციის დირექტორმა, მარინა შიჩკინამ.

ამ ღონისძიების გამართვის შესახებ პრაღაში აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ ზაჰესის ხიდის მშენებლობის შეფერხების მიზეზები განმარტა
შემდეგი სტატიაახლადარჩეული პარლამენტი საქმიანობას მიმდინარე კვირას დაიწყებს