დავით ნარმანიამ ზაჰესის ხიდის მშენებლობის შეფერხების მიზეზები განმარტა

თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარები

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ზაჰესის ხიდის მშენებლობის შეფერხების მიზეზები განმარტა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ძველი ხიდის შეკეთება შეუძლებელი იყო და ახალი ხიდის აშენება გახდა აუცილებელი.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ზაჰესის ხიდზე მოვხსენი საფარი და ვნახეთ ხიდზე არსებული მდგომარეობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნაცვლად ძველი ხიდის აღდგენისა აგვეშენებინა ახალი ხიდი. ძველი ხიდი დატვირთულია სხვადასხვა სახის კომუნიკაციებით. იქ რამდენიმე კომპანიის საკუთრებაში არსებული მილსადენი გადის, იქვე ავტოტრანსპორტის გატარება ხიდის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეუწონელი იქნებოდა ტექნიკურად. სწორედ ამიტომ მივიღეთ ახალი ხიდის მშენებლობის გადაწყვეტილება, რამაც პროექტის გადაკეთება, დამატებითი რესურსები და დრო მოითხოვა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, კომპანიამ, რომელმაც აიღო ხიდის მშენებლობის ვალდებულება, მის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა და მოხდა კომპანიის შეცვლაც.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“ბიზნესის დასაწყებად კარგი იქნება კონტაქტების დამყარება საქართველოს ხელისუფლებასთან”-რუსი ბიზნესმენები