ახლადარჩეული პარლამენტი საქმიანობას მიმდინარე კვირას დაიწყებს

მეცხრე მოწვევის პარლამენტი საქმიანობას მიმდინარე კვირას დაიწყებს. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველი სხდომის თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გამოაცხადოს.

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა სავარაუდოდ, 18 ნოემბერს გაიმართება, სადაც დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა და თანამდებობის პირების არჩევა მოხდება.

მათ შორის იქნებიან – პარლამენტის თავმჯდომარე, კომიტეტების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, ვიცე-სპიკერები, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობა-უმცირესობის ლიდერები.

რეგლამენტის შესაბამისად, პირველ სხდომას მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, რომელთა შორის სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტი და მთავრობის წევრები იქნებიან. სხდომაზე ასევე, მიწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მას შემდეგ, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდება, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობას კოალიციურ რეჟიმში წარმოადგენდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

banner
წინა სტატიაში“ბიზნესის დასაწყებად კარგი იქნება კონტაქტების დამყარება საქართველოს ხელისუფლებასთან”-რუსი ბიზნესმენები
შემდეგი სტატიადავით ნარმანია : ტაქსების ლიცენზირების საკითხი შესაძლოა, დროთა განმავლობაში გააქტიურდეს