„ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა წუხილი ჰქონდა“ – ეკა ბესელია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. ეკა ბესელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა რა წუხილი ჰქონდა:

„ჭარბვალიანობის და ბანკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდა მას საუბარი, ისევე, როგორც პარლამენტთან ურთიერთობაზე, ამ ტენდენციების უფრო მეტად გააქტიურებაზე. მეც მსმენია და მქონია ამ თემაზე მასთან საუბარი. მგონია, რომ ეს არის მხოლოდ კარგი დემოკრატიისთვის და კარგი ანგარიშვალდებულებისთვის, ასე რომ, ამას მივესალმები.

ვფიქრობ, ნათლად ახსნა ბიძინა ივანიშვილმა, რა წუხილი, რა განცდა და რა არგუმენტების გამო ჰქონდა აზრთა სხვადასხვაობა. ეს არის ძირითადად, ჩვენი მოქალაქეებისთვის ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით ის არასამართლებრივი სივრცე, რაც შეიქმნა და, რამაც ძალიან ბევრი მოქალაქე დააზარალა, ასევე, რეფორმების უფრო სწრაფად განხორციელების სურვილი საბანკო სფეროსთან მიმართებაში. აღნიშნული მან ნათლად, ღიად და ძალიან კორექტულად ახსნა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს სამშობლოსთვის – სოფიო კილაძე
შემდეგი სტატიაივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი იყო ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე – რომან გოცირიძე