ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს სამშობლოსთვის – სოფიო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბიძინა ივანიშვილსი ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს ჰქონდა სწორი, მკაფიო და სამართლიანი აქცენტები.
„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც უანგაროდ უდიდეს საქმეს აკეთებს ჩვენი სამშობლოსთვის. მისი გამოსვლა იყო ძალიან არგუმენტირებული და სწორი, მისი აქცენტები იყო ძალიან მკაფიო და სამართლიანი. ისაუბრა დიდ მიღწევებზე, რომლებიც რეალურად გვაქვს და დიდ გამოწვევებზე, სიღარიბეზე, რომელიც ასევე რეალურად გვაქვს ქვეყანაში. სამწუხაროა და უსამართლო იმ ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფა, რომელიც თითსაც არ ანძრევს საკუთარი სამშობლოსთვის. ისინი ასეთ იშვიათ პიროვნებებს ლანძღავს, იმის ნაცვლად, რომ ხელი დაიკაპიწოს და ქვეყნის მშენებლობაზე ერთი აგური მაინც დადოს. ეს არის მავნებლობა საკუთრი ქვეყნის წინააღმდეგ, თორემ ამით ბიძინას ვერაფერს დააკლებს. ისტორია ამას ყველაფერს შეაფასებს. საბედნიეროდ, ძალიან ბევრია ჯანსაღი მიდგომის ადამიანი და საბედნიეროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ასეთია“, – აცხადებს სოფო კილაძე.

banner
წინა სტატიაში„დათუჩა“ – ზაზა სარალიძემ მოკლული შვილის დაბადების დღეზე მისი სახელობის ფონდი გახსნა
შემდეგი სტატია„ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა წუხილი ჰქონდა“ – ეკა ბესელია