ივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი იყო ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე – რომან გოცირიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძემ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე უთქვამს ის იყო, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე
“ისტორიკოსები და განსაკუთრებით ბიძინოლოგები, რომლებიც ალბათ, შეისწავლიან მის ყველაზე დიდ ტყუილს, იტყვიან, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტყუილი ის კი არ იყო, რომ ყველას ექნებოდა უფასო ფული, ან დაბალპროტენციანი კრედიტები და ა.შ., არამედ ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და არ მოხდება არასდროს. მთელი ინტერვიუს განმავლობაში შეცდომების აღიარების ირგვლივ იგრძნობოდა ერთადერთი გზავნილი – თურმე 6 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა, სიღარიბემ მოიმატა და ყველაფერში დამნაშავე არია გიორგი კვირიკაშვილი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„ბიძინა ივანიშვილმა ნათლად ახსნა, რა წუხილი ჰქონდა“ – ეკა ბესელია
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება – დაკავებულია 12 პირი