ბიბლუსი განცხადებას ავრცელებს

“ბიბლუსის”  განცხადებას “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ.
“რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში იყიდება სუვენირი – საქართველოს რუკა, რომელზეც აფხაზეთი არ არის დატანილი.
გვინდა იცოდეთ, რომ ბიბლუსს მსგავსი სუვენირი არ შეუძენია, ჩვენ ქსელში შემოვიტანეთ რა თქმა უნდა ისეთი, რომელზეც ჩვენი სამშობლო სრულად არის დატანილი. თუმცა როგორც გაირკვა მომწოდებელმა, რომელმაც აღნიშნული პროდუქცია მოგვაწოდა, შემოგვაპარა რამდენიმე ცალი ხარვეზიანი. აღნიშნული ინფორმაცია გადავამოწმეთ სრულად ქსელში და წუნდებული სუვენირი რამდენიმეცალი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფილიალში დაფიქსირდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი იურისტები ხვალვე მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გამოიძიონ ეს ფაქტი.
საქართველო ჩვენთვის იყო, არის და იქნება ყოველთვის აფხაზეთით და რა თქმა უნდა, არასოდეს შევეგუებით ჩვენს სამშობლოს ამ უნიკალური ტერიტორიის გარეშე”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ანტალიაში 51 წლის ქართველი ქალბატონის მკვლელობის ფაქტს ადასტურებს
შემდეგი სტატიაორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს