ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს

ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი.
მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, იგი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში “თაიმერს” განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბიბლუსი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: რუსეთის, როგორც იმპერიის დაშლა დაიწყება მაშინ, როდესაც ის დაკარგავს უკრაინას