ბენ კარსონმა ამერიკელებს მოუწოდა დონალდ ტრამპს დაუჭირონ მხარი

ამერიკელმა ნეორო-ქირურგმა ბენ კარსონმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი იყო, ამერიკელებს მოუწოდა, დონალდ ტრამპს დაუჭირონ მხარი – Reuters-ი წერს.
კარსონმა შესაბამისი განცხადება ფლორიდას შტატში ტრამპთან ერთად ჩატარებულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა, სადაც 15 მარტს შიდა-პარტიული არჩევნების მორიგი ეტაპი გაიმართება. “მასთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენს შორის იმაზე მეტი ფილოსოფიურ-სულიერი მსგავსებაა, ვიდრე ამას ოდესმე წარმოვიდგენდი” – განაცხადა კარსონმა.
თვითონ ბენ კარსონი მარათონს 2 მარტს გამოეთიშა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ სუდანში ჯარისკაცებს ხელფასის ნაცვლად ქალების გაუპატიურების უფლება დართეს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავი უპატრონო ძაღლის გამო დაზიანდა