ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავი უპატრონო ძაღლის გამო დაზიანდა

კვიპროსზეწ უპატრონო ძაღლის ასაფრენ ბილიკზე მოულოდნელმა გამოჩენამ ბრიტანეთის სამხედრო ავიაციის თვითმფრინავის Tornado ავარია გამოიწვია – “სანი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მრავალფუნქციური თვითმფრინავი დაჯდომას ანხორციელებდა “ისლამურ სახელმწიფოზე” ღამის ავიადარტყმების შემდეგ, ის 320 კმ/საათი სიჩქრით უახლოვდებოდა დასაფრენ ბილიკს, რომ მოულოდნელად ბილიკზე უპატრონო ძაღლი გამოჩნდა. პილოტს და შტურმანს დაჯახების თავიდან აცილების შესაძლებლობა არ ჰქონდათ – მათ კატაპულტირებაც კი იფიქრეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ცხოველს დაეჯახნენ. თვითონ მფრინავები არ დაშავებულან.

დაზიანება, რომელიც თვითმფრინავმა მიიღო, რამდენიმე ასობით ათასი ფუნტის ტერლინგით შეფასდა, თუმცა, მისი შეკეთება მეორე დღესვე დასრულდა და თვითმფრინავმა საბრძოლო პატრულირება განაგრძო – “‘სანი” წერს.

banner
წინა სტატიაშიბენ კარსონმა ამერიკელებს მოუწოდა დონალდ ტრამპს დაუჭირონ მხარი
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: კოალიციები არ არის მარადიული