ბელორუსში საპრეზიდენტო ვადის 7 წლამდე გაზრდაზე ფიქრობენ

ბელორუსის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია საარჩევნო და საპრეზიდენტო სისტემის ვადების შეცვლის შესახებ რეფერენდუმის ინიციატივით გამოდის – ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

პარტიამ რეფერენდუმზე სამი საკითხის გატანაზე ისაუბრა: ყველა დონის დეპუტატების მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, პარლამენტის ორივე პალატის და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების უფლებამოსილების ვადების გაზრდა 4-დან 5 წლამდე და საპრეზიდენტო ვადების 5-დან 7 წლამდე გაზრდა. რეფერენდუმი 2018 წელს არის დაგეგმილი.
უკანასკნელად, ბელორუსში კონსტიტუცია 2004 წელს შეიცვალა – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ უკრაინაში მასწავლებელი გოგონას 10 ათას დოლარად გაყიდვას აპირებდა
შემდეგი სტატიაკადიროვი: ჩეჩნეთში სპეცრაზმს ამერიკელები მოამზადებენ