ხარკოვის მხარეში პოლიციამ დააპატიმრა მასწავლებელი, რომელიც 13 წლის გოგონას 10 ათას დოლარად გაყიდვაშია ბრალდებული. გოგონა ხარკოვში სპეციალურ ინტერნეტში ცხოვრობდა, რომელიც რთულადაღსაზრდელი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი – უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დადო.
მისი თქმით, ოპერაცია 4 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ავაკოვის თქმით, მყიდველმა მასწავლებელს აუხსნა, რომ მას გოგონას შინაგანი ორგანოები აინტერესებდა.
52 წლის ქალი უკრაინის ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. მას მუშაობის 20 წლიანი სტაჟი აქვს.