სპეცრაზმის მომზადების საერთაშორისო ცენტრში, რომელიც ჩეჩნეთში, გუდერმესში შენდება, ამერიკელი ინსტრუქტორებიც იმუშავებენ – ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
“არ შეიძლება იმ ფაქტის უარყოფა, რომ აშშ-ში ნამდვილად მაგარი ბიჭები არიან, რომელთაც პირდაპირი და არაპირდაპირი გამოცდილება აქვთ ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში სპეცოპერაციების ჩატარების კუთხით” – თქვა კადიროვმა. მისი თქმით, სამსახურის შესახებ განაცხადები კერძო კომპანიებიდან დაახლოებით ათმა ამერიკელმა ინსტრუქტორმა შეავსო. “ეს სახელოვანი ხალხია. ვნახოთ. ამერიკის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები ჩეჩნეთში სანქციის ქვეშ არიან” – თქვა კადიროვმა.
მან დაამატა, რომ ცენტრში სპეცრაზმის მეომრებს არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ, სხვა ქვეყნებისთვისაც მოამზადებენ.