საფრანგეთში პოლიციელის მკვლელობა ტერაქტად შეაფასეს

პოლიციელის მვვლელობა საფრანგეთი

საფრანგეთში მორიგი მკვლელობა მოხდა, რომელსაც სავარაუდოდ, ისლამისტური ქვეტექსტი ჰქონდა. პარიზთან ახლოს, ქალაქ რამბუიეში 36 წლის ტუნისელი 49 წლის პოლიციის თანამშრომელს დაესხა თავს, რომელიც შუადღის შესვენების შემდეგ განყოფილებაში შედიოდა. თავდამსხმელმა მას ყელი გამოჭრა. ქალი მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა მომხდარს “ბარბაროსობა” და “ტერაქტი” უწოდა. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა “ტვიტერზე” გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პირობა დადო, რომ ქვეყანა არასდროს დანებდება ტერორიზმს.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა იყვირა “ალაჰ აკბარ”. როგორც ცნობილია, ის საფრანგეთში ლეგალურად ცხოვრობდა და პოლიციას აღრიცხვაზე არ ყოლია.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა
შემდეგი სტატიაბელორუსში ავტომანქანა Škoda, Nivea-ს კოსმეტიკა და სხვა აკრძალეს