ბელორუსმა უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ბენზინის ექსპორტი შეაჩერა

ბელორუსმა ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი შეაჩერა უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში – ბელორუსის ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა სერგეი გრიბმა განაცხადა. მისი თქმით, მიზეზი ნავთობპროდუქტების გაუარესებული ხარისხია, რომელიც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში რუსეთიდან შედის.
მიმდინარე მომენტში ბელორუსი ექსპორტის შეჩერების შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას და რუსეთისგან კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.
რუსულმა კომპანია “ტრანსნავთობმა” კვლევა აწარმოა და გაარკვია, რომ დაბინძურებული ნავთობი სამარადან ჩადის ბელორუსში. კომპანიამ განაცხადა, რომ სიტუაციას გამოასწორებს – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშილაშა იორდანიშვილი – თუ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის იქნება კონსენსუსი, რომ ჰესები არ გვჭირდება, გადაწყვეტილებას ჩვენც შესაბამისად მივყვებით
შემდეგი სტატიააშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: ტრამპი ზელენსკის ადმინისტრაციასთან მუშაობას ელოდება